ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა დამსაქმებელთან, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ადმინისტრაციასთან, შეთანხმებას მიაღწიეს.
მოლაპარაკების პროცესი ამ წუთებში დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ჩინური კომპანიის დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, ასევე ზვარის მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას, განმარტებით, დასაქმებულებს 2 ნოემბრიდან ამ მომენტამდე გაცდენილი დღეები აუნაზღაურდებათ. კომპანიაში დაინიშნა ქართველი წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს კომუნიკაციაში დაეხმარება. კომპანიამ ზვარეში მმართველი გუნდი სრულად შეცვალა.
„ხელი მოეწერა შვიდპუნქტიან შეთანხმებას, – ამბობს ილია ლეჟავა, – დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაიწყო. ახალმა მენეჯერმა დასაქმებულებს უთხრა, თქვენი მეგობარი გავხდებიო.
ზვარეში სამშენებლო სამუშაოები ხვალ, 10 ნოემბერს, განახლდება.“
ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირებსა და მშენებელ კომპანიას შორის ურთიერთობა გაღრმავდა. მისივე თქმით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის 9 ნოემბერს მიღწეულ შეთანახმებას, ასევე მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებს.
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული გია თაბუკაშვილი მოლაპარაკების შედეგით კმაყოფილია.
„რაც მთავარია, მმართველი გუნდი შეცვლილია, – ამბობს გია თაბუკაშვილი, – კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.“
3 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე ზვარეში სამშენებლო ობიექტი დასაქმებულებისა და ზვარელი მოსახლეობის მიერ პიკეტირებული იყო.
მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ 2 ნოემბერს ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამო შიშით სამშენებლო ობიექტზე ვეღარ შედიოდნენ და დამსაქმებლების ჯგუფის შეცვლას ითხოვდნენ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
ზვარეში შეთანხმება მიღწეული (პირდაპირი ჩართვა)
ზვარეში სამშენებლო ობიექტის პიკეტირება გრძელდება
რა ხდება ამჟამად ზვარეში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის ჩართვა რადიო ჰერეთზე
ფიზიკური დაპირისპირება ზვარეში
„ძალა ერთობაშია“ – ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია
სოლიდარობა ზვარეში გაფიცულ მუშებს
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ჩინეთის საელჩო ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავით დაინტერესდა
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი