

დღეს ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს უფლებადამცველი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი,“ იურისტები თინათინ ნადარეიშვილი, ირაკლი გვარამაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ ჩიტიშვილი შეხვდნენ.
მუშები მეორე დღეა, რაც მშვიდობიან აქციას მართავენ და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
„ადგილობრივი მედიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაო პირობებს აპროტესტებდენ, – აღნიშნა მუშებთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ნადარეიშვილმა, – ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტია შრომის უფლებები და უსაფრთხოება, თუ როგორ იცავს ზოგადად სახელმწიფო და დამსაქმებელი დასაქმებულთა უფლებებს.“
თინათინ ნადარეიშვილის თქმით, სიტუაციის გაცნობისა და პირველადი დათვალიერებიდან ნათელია, რომ ადგილი აქვს რამდენიმე ძალიან სერიოზულ დარღვევას როგორც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. დარღვეულია შრომის კოდექსის სხვადასხვა მუხლები.
„კონტრაქტი, რომელიც მშენებელი ორგანიზაციის თარჯიმანმა წარმოადგინა, მუშების უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ნანახი. კონტრაქტის პირობები ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, – განმარტავს თინათინ ნადარეიშვილი, – არსებითად დარღვეულია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პირობები – შრომის კოდექსის 35- ე მუხლი.“
„კონსტიტუცის 42-ე მუხლის“ იურისტები ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში პასუხისმგებელ პირებს შეხვდებიან.
იურისტები მუშებს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად მიადევნებენ თვალს, თუ როგორ განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მუდმივ კონტაქტზე იქნებიან მუშებთან და დაინტერსებულ მხარეებთან. თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მიმართავენ.
დღეს დილით ზვარეში დასაქმებულ მუშებს ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი შეხვდა. შრომითი დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, კანონის თანახმად, ოცდაერთი დღის ვადაში უნდა მოგვარდეს.
რაც შეეხება ს/ს „საქართველოს რკინიგზას,“ მათი წარმომადგენლები, მუშებს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეხვდებიან.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები ზვარეში მუშებთან შეხვედრაზე
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის
ამ წუთებში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და
დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,