ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებელი კომპანიის, – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა დასაქმებულებთან შეთანხმება დაარღვიეს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა და ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი ამბობენ, რომ დამსაქმებლებთან ხელშეკრულების ყველა პუნქტზე შეთანხმებულები იყვნენ.
„არ ვიცით, რა შეიცვალა, – ამბობს ილია ლეჟავა, – ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა დაგვირეკა ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორს ლევან ჟორჟოლიანს და მე. გვითხრა, რომ ხელშეკრულებას ხელს აღარ მოაწერენ. არ ვიცი, რა მოხდა, რაში გაიცვალა ზვარეში დასაქმებულთა ინტერესები.
ფაქტია, რომ ყველა ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ 21 დღის განმავლობაში მიმდინარე მედიაციის პროცესში, დამსაქმებლებმა უკან წაიღეს. ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. შეთანხმებას მივაღწიეთ. დამსაქმებლებმა ბოლო მომენტში გამზადებულ და შეთანხმებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.
იძულებულები ვართ, ვისარგებლოთ კანონით მონიჭებული უფლებით, – გაფიცვით.“
ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვას ხვალიდან, 19 სექტემბრიდან, აპირებენ.
რამდენიმე მუშა და პროფკავშირების წარმომადგენელი 17 სექტემბერს შეხვდა და ესაუბრა ხარაგაულში მყოფ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.
გთავაზობთ მინისტრის კომენტარს ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავის შესახებ.
ამავე თემაზე
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი