

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია