ზვარეში ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა წარმატებით დასრულდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავას ინფორმაციით, დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა ხელშეკრულების ნიმუშში აისახა. დამსაქმებელმა – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ზვარეში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება, – განმარტავს ილია ლეჟავა, – დასაქმებულებს ზეგანაკვეთური სამუშაო გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურდებათ; ისარგებლებენ ფასიანი შვებულებებით, ხოლო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშავეებს დამატებით ათდღიანი ფასიანი შვებულება მიეცემათ. სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. კვირაში ერთი დღე დაისვენებენ, დღეში 8 საათი იმუშავებენ, ავადყოფობის შემთხვევაში კი ფასიანი ბიულეტინით ისარგებლებენ.“

ილია ლეჟავა ამბობს, რომ ზვარეში დასაქმებულების შრომით პირობებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები ყოველ სამ თვეში შეამოწმებს.

ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ივნისიდან სწავლობს. დასაქმებულები სამსახურის დაკარგვის შიშით საჯაროდ საუბარს ერიდებოდნენ.

9 აგვისტოს ორი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების გამო აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მინდია ოკრიბელაშვილი, რედაქციაში დაგვიკავშირდა და საქმეში რკინიგზელთა პროფკავშირების ჩართვა ითხოვა.

მათი ძალისხმევით პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო და კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო. შრომითი პირობები შრომის ინსპექტორებმა ტრეფიკინგის სავარაუდო ნიშნების გამო შეისწავლეს.

„დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომ აშუქებთ ამ პროცესს. თქვენი დამსახურებით დიდი საქმე გაკეთდა,“ – გვითხრა ილია ლეჟავამ.

გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მიღწეული შედეგით კმაყოფილია. მისი სურვილი და მოთხოვნაა, რომ დამსაქმებელმა – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ ინდივიდუალური ხელშეკრულებები რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებელობაზე ქვიშხეთიდან ზესტაფონამდე დასაქმებულ ყველა პიროვნებასთან გააფორმოს.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით

ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება

რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ზვარეში შეთანხმება მიღწეულია – მმართველი გუნდი მთლიანად შეიცვალა
ზვარეში სამშენებლო ობიექტის პიკეტირება გრძელდება
რა ხდება ამჟამად ზვარეში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის ჩართვა რადიო ჰერეთზე
ფიზიკური დაპირისპირება ზვარეში
„ძალა ერთობაშია“ – ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია
სოლიდარობა ზვარეში გაფიცულ მუშებს
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ჩინეთის საელჩო ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავით დაინტერესდა