
მესამე დღეა, ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების დახმარებით მათ კოლექტიური დავის წერილი გააგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მშენებელი ორგანიზაციის შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ადმინისტრაციაში.
დასაქმებულთა შრომით პირობებს ადგილზე გაეცვნენ უფლებადამცველი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი,“ იურისტები.
ჯანდაცვის სამინისტროში კოლექტიური დავის წერილის შესვლისთანავე შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა პროცესში მედიატორი ჩართო.
დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას, ინფორმაციით, მედიატორი უკვე შეხვდა მუშებსა და დამსაქმებელს.
„შვებულების, ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და წერილში დასახელებული მოთხოვნების შესახებ ორივე მხარე დასხდება და იმსჯელებენ. იმედს ვიტოვებ, რომ შეეცდებიან მაქსიმალურად დააახლოვონ საკუთარი პოზიციები,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს, 11 აგვისტოს შრომის პირობების ადგილზე შესასწავლად ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე შრომითი ინსპექტრები შევლენ.
კანონის თანხმად, შრომის ინსპექტორს ობიექტზე შესვლის უფლება კომპანიის ხელმძღვანელობის თანხმობის ან იმ შემთხვევაში აქვს, თუ იძულებითი შრომის ფაქტი ფიქსირდება.
„ჯანდაცვის სამინისტროში მუშებისგან შემოსული კოლექტიური დავის წერილი იძულებითი შრომის ნიშნებს შეიცავს, – ამბობს ელზა ჯგერენაია, – ამ შემთხვევაში კანონი ობიექტზე ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე შესვლას გვავალდებულებს.“
ელზა ჯგერენაია იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ინსპექტორებს ხელს არ შეუშლის და დაეხმარება ხარვეზების დროულად იდენტიფიცირებაში, რათა დასაქმებულებმა მუშაობა ნორმალურ პირობებში გააგრძელონ.
ნინო კაპანაძე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის