პარასკევს, 23 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქცია იმართება შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუშების და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით.
100-მდე მუშა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების არარსებობის გამო უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე.
მუშათა გაფიცვის პარალელურად, არსებული შრომითი დავის გადაჭრის მიზნით, 23-ე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი დასაქმებულებსა და საწარმოს შორის, რომლის არაეფექტურობამ მუშები გაფიცვამდე მიიყვანა.
მუშების ძირითადი მოთხოვნებია: უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით, შვებულების გამოყენების უფლება, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი საშუალებებით აღჭურვა, მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება, სადღესასწაულო დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
მივიჩნევთ, რომ ზვარეში დასაქმებული მუშების მძიმე სამუშაო პირობები არ არის კერძო შემთხვევა და ის შრომითი ექსპლუატაცია დაშვებული პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკით, რომელიც სუსტი და გაუმართავი აღსრულებითი მექანიზმების პირობებში, ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან და დამსაქმებელთა ძალაუფლებისგან.
ზვარეში გაფიცული მუშების ბრძოლის მხარდაჭერა, უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პირობების მოპოვებისთვის, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)
ამავე თემაზე
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი