ზვარეში ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა აქცია დასრულდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მინდია ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, მუშები დღეს დილით გვირაბში სამუშაოდ შევიდნენ.
„ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორთან ერთად, ხაშურში, სადაც შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ხელმძღვანელობაა, შეხვედრა გაიმართება, – ამბობს მინდია ოკრიბელაშვილი, – ჩვენ მანამდე მუშაობას ვაგრძელებთ.“
ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, სამინისტრო წერილის მიღებისთანავე საქმეში ჩაერთო.
„საქმე საკმაოდ რეზონანსულია, – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – დასაქმებულ ადამიანებს სახელმწიფოსგან ყურადღება უნდა ეგრძნოთ. მუშები ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და ნორმალურ შრომის პირობებს ითხოვენ.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დამსაქმებელთან როგორც ენობრივი, ასევე კულტურული ბარიერი სერიოზული პრობლემაა.
მედიატორის ინფორმაციით, კომპანიის ინტერესი, რომ დასაქმებულები თავიანთ სამუშაოს დაბრუნებოდნენ, მოგვარდა.
„მედიაციის დასაწყისში გაირკვა, რომ აქცია კომპანიას დიდ ფინანსურ ზარალს აყენებდა, – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – დასაქმებულებს კი ჰქონდათ განცდა, რომ შესაძლოა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
ამიტომ წერილობით გარანტიას ითხოვდნენ. ეს ვერ მოხერხდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემთან საუბარში დააფიქსირეს, რომ მედიაციის მიმდინარეობის 21 დღის მანძილზე მუშებს სამსახურიდან არ დაითხოვენ.
ამის შემდეგ დასაქმებულებს კანონიერი გაფიცვის უფლება აქვთ და მათი გათავისუფლება ისედაც არ შეიძლება.“
მედიატორი იმედოვნებს, რომ საქმე გაფიცვამდე არ მივა და ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, ორივე მხარის ინტერესები დაკმაყოფილდება.
„შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები რომ უნდა შესრულდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, -ამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – დანარჩენი საკითხები მხარეთა შეთანხმებით უნდა დარეგულირდეს. მთავარია, რომ ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა მდგომარეობა გამოსწორდეს.“
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები ითხოვენ:
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას, ინფორმაციით, შრომის ინსპექტორებმა, იძულებითი შრომისა და ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით, მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს.
შემოწმდა შრომითი უსაფრთხოების პირობები და მზადდება ანგარიში, რომელიც კონფიდენციალურია და მხოლოდ დამსაქმებელს გადაეცემა.
ელზა ჯგერენაია იმედოვნებს, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ დასაქმებულთა შრომით პირობებს გააუმჯობესებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავის წერილი შეადგინეს, 9 აგვისტო
ამავე თემაზე: დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი