ზვარეში ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა მედიაცია გრძელდება.
დასაქმებულები, მედიატორი და რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები დამსაქმებლის – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ – ხაშურში მდებარეოფისში შეიკრიბნენ.
მუშათა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მინდია ოკრიბელაშვილის, ინფორმაციით, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ თანახმაა, რომ მათი მოთხოვნების 80% დაკმაყოფილდეს.
რკინიგზის ახალი პროფკავშირების დირექტორის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამით და სადღესასწაულო დღეებში მუშაობა დამატებით ანაზღაურდება.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ორშაბათს ამ საკითხს ზვარეში დამსაქმებელთან ერთად შეისწავლის.
„ჯერჯერობით შრომითი დავა არ დასრულებულა, – ამბობს ილია ლეჟავა, – ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შევთანხმდებით და საქმე გაფიცვამდე არ მივა.
ვნახოთ, რას ჩაწერენ ხელშეკრულებაში. დასაქმებულებმა კვირაში ერთი დღე უნდა დაისვენონ, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ ამას დამსაქმებელი ხელფასის დაკლების ხარჯზე აპირებს. ამაზე ჩვენ არ ვთანხმდებით.“
ილია ლეჟავას ინფორმაციით, დასაქმებულებს ექნებათ ერთთვიანი ფასიანი შვებულება; ასევე მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მუშაობის გამო დამატებით მიეცემათ ათდღიანი ფასიანი შვებულება. მუშებს შეუძენენ სპეცტანსაცმელს.
„მედიაციის პროცესით კმაყოფილი ვარ, – ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ლევან ჟორჟოლიანი, – მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართა და ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებთან მხარეები დისტანციურად იმუშავებენ – ხელშეკრულების პროექტს შეათანხმებენ.“
ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მედიაციის მორიგი შეხვედრა 23 ან 24 აგვისტოს გაიმართება.
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები ითხოვენ:
ფოტოზე: შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ოფისი ხაშურში
ამავე თემაზე:
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ავტობანის მიმდებარე
„კივიტას გეორგიკა“ აგრძელებს მიგრაციის
9 სექტემბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში პარტია