ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავის საკითხზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიშემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა 20 სექტემბერს გაიმართა.
შრომითი დავის მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც დამსაქმებელმა, შპს „ჩინეთის რკინიზგის 23-ე ბიურომ,“ წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების ტექსტს ხელი აღარ მოაწერა, დასაქმებულები გაიფიცნენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია და მე ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს შევხვდით, – გვიამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – სადაო საკითხები განვიხილეთ. ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებმა დაინტერესება და მზადყოფნა გამოთქვეს პრობლემის გადასაჭრელად და შრომითი დავის აღმოსაფხვრელად. მოლოდინის რეჟიმში ვართ.“
ჩინეთის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ჩინეთის კონსული ლიუ ბო, ატაშე და ჩინური კომპანიის – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ სახელმწიფომ შრომითი დავის მოსაგვარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
ილია ლეჟავას ინფორმაციით, ხვალ, 23 სექტემბერს, პროფკავშრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან ზვარეში გაფიცულთა მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციას გეგმავენ.
ფოტოზე: ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელთა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მედიატორთან
ამავე თემაზე:
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი