4 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისში, ცინცაძის 24-ში „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ოფისთან ზვარეში დასაქმებულების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამავე ადგილზე ნავთობის პროფკავშირი მართავს აქციას, შემდგომ კი აქციის მონაწილეები ერთად მსვლელობით საქართველოს რგინიგზასთან გადაინაცვლებენ.
3 ნოემბრის დილიდან პიკეტირებულია ზვარეში რკინიგზის ახალი მაგისტრალის სამშენებლო ობიექტი.
მშენებლობაზე დასაქმებულის, გია თაბუკაშვილის, ინფორმაციით, მათთან ერთად ზვარეს მოსახლეობა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი მენეჯმენტის შეცვლას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს, ზვარეს მოსახლეობასა და დასაქმებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ. ჟ. და 1984 წელს დაბადებული ჰ. ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
რა ხდება ამჟამად ზვარეში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის ჩართვა რადიო ჰერეთზე
ფიზიკური დაპირისპირება ზვარეში
„ძალა ერთობაშია“ – ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია
სოლიდარობა ზვარეში გაფიცულ მუშებს
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ჩინეთის საელჩო ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავით დაინტერესდა
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი