ჩვენზე
ვებ-გვერდი chemikharagauli.com არსებობს 2011 წლიდან. გამომცემელია შპს „ჩემი ხარაგაული“.
შპს „ჩემი ხარაგაული“ 1998 წ. მარტიდან გამოსცემს ყოველკვირეულ დამოუკიდებელ რეგიონულ გაზეთს „ჩემი ხარაგაული“. რეგისტრირებულია ხარაგაულის რ/სასამართლოში. რეგისტრ. #47/5-ბ12.
„ჩემი ხარაგაული“ არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და პირის ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი მედიის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების დანერგვას.
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ლაურა გოგოლაძე;
რედაქტორის მოადგილე – ნინო კაპანაძე;
ვებგვერდის chkh.org ადმინისტრატორია შოთა ლომიძე;
კონსულტანტი კონსტანტინე სტალინსკი.
ლაურა გოგოლაძე და ნინო კაპანაძე არიან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლები.
გაზეთმა „ჩემი ხარაგაული“ დონორთა მხარდაჭერით 2003-2014 წლებში განახორციელა შემდეგი პროექტები:
- ვებგვერდის chkh.org განვითარება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით (2013-2014 წწ.);
- გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ინსტიტუციონალური განვითარება – ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით (2013 წ.);
- „თვითონ ვირჩევ მომავალს“ – IREX_ის მხარდაჭერით (2012-2013 წწ.);
- ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ – IREX_ის მხარდაჭერით (2012-2013 წწ.);
- „მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტი ყველა ხარაგაულელის ოჯახში“ – IREX_ის მხარდაჭერით (2011-2012 წწ.);
- „გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ განვითარება“- ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით (2010-2011 წწ.)
- „მოდი, ვიმსჯელოთ!“ – გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით (2009 წ.);
- თვითმმართველობის განვითარებაზე ხელშეწყობა დამოუკიდებელი გაზეთის განვითარებით – ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით (2008-2009 წწ.);
- გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ სადისტრიბუციო ქსელის შექმნა – (IREX)-0ს მხარდაჭერით (2005 წ.);
- გაზეთი „ხარაგაული“ ინტერნეტის მომხმარებელი – IREX_ის მხარდაჭერით (2004-2005 წწ.);
- საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მხარდაჭერით (2003-2004 წწ.);
- გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ კორუფციის წინააღმდეგ – ფონდ „ევრაზიის“ მხარდაჭერით (2003-2004 წწ.).