ზვარეში, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, დასაქმებული მუშების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორმა ლევან ჟორჟოლიანმა და დასაქმებულთა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მინდია ოკრიბელაშვილმა მოგვაწოდეს.
შრომითი დავა დასაქმებულებსა და დამსაქმებელ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შორის ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
მედიატორი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ბევრი მხარე ჩაერთო. საკითხით ჩინეთის საელჩო დაინტერესდა.
„რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ყველამ კოლოსალური შრომა გავწიეთ, – გვიამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – თითო შეხვედრა ექვს საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ბოლოს 14 საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.“
ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებთან გაფორმდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები. დასაქმებულებს ზეგანაკვეთური სამუშაო (კვირაში 40 საათზე მეტი) გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურდებათ; ისარგებლებენ ფასიანი შვებულებით; მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშავეები დამატებით ფასიან შვებულებაში გავლენ; სადღესასწაულო დღეებში და ღამის საათებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
დამსაქმებელი დასაქმებულებს სპეცტანსაცმელით უზრუნველყოფს და მათ საცხოვრებელ პირობებს მოაწესრიგებს.
დასაქმებულთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ზვარეში მათი საცხოვრებელი ოთახები რემონტდება. მისივე ინფორმაციით, მალე სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.
ზვარეში აგვისტოში დაწყებული აქცია სექტემბერში გაფიცვაში გადაიზარდა, რადგან დამსაქმებელმა, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ,“ წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების ტექსტს ხელი აღარ მოაწერა.
გაფიცვას ქვიშხეთში დასაქმებულებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა. სახელმწიფო უწყებებთან ერთად საკითხის მოგვარებაში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვნენ.
„სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ ასამდე მუშასთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დასრულდა, – ზვარეს ობიექტზე, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა განახლდა. ძალა ერთობაშია,“ – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია კმაყოფილებას გამოთქვამს მიღწეული შედეგით. შეგახსენებთ, რომ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი პირობებით ოთხი თვის წინ სწორედ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაინტერესდა. გვიხარია, რომ მუშებმა, რომლებსაც 4 თვის წინ, სამუშაოდან დათხოვნის შიშით, საჯაროდ ხმის ამოღებისაც კი ეშინოდათ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მიაღწიეს.
ამავე თემაზე
სოლიდარობა ზვარეში გაფიცულ მუშებს
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ჩინეთის საელჩო ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავით დაინტერესდა
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი