გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს.

2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში. მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლეღვანში, დეისსა და მარელისში, სადაც მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადასხვა სახეობის ჯამში 16 ერთეული ხე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახანში, საქასრიასა და მარელისში, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში კი გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 4 ფაქტი.

წყარო