

„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფოთოლს წვავენ. ეს ძალიან მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.
ბევრი სამუშაოა საჭირო, რომ ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში წვლილის შეტანა შეგვიძლია“, – ამბობს ელისო არჯევანიძე, კიცხისა და ვარძიის საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგი.
24 ოქტომბერი კლიმატის ცვლილებისადმი ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.
ქიმიის მასწავლებელი ელისო არჯევანიძე კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის შემარბილებელ ღონისძიებებზე გვესაუბრება.
„ბოლო წლებია, ჰაერში ნახშიროჟანგის კონცენტრაციამ განსაკუთრებით მოიმატა. ეს კი დიდი რაოდენობით მჟავა წვიმებს იწვევს. მჟავა წვიმები არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ უყვარს, გარდა ხავსისა. თუ დავაკვირდებით, წელს ხავსი უფრო მეტ ფართობზე გვხდება, ვიდრე გასულ წლებში.
ნახშიროჟანგის მატება, ძირითადად, ავტომობილების მომრავლებამ განაპირობა. საწვავის გამონაბოლქვი გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს. ოჯახის თითქმის ყველა წევრს საკუთარი ავტომობილი ჰყავს. ამ დროს უცხოეთში ხალხი ველოსიპედებით დადის, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, გარემოს რომ მოუფთხილდეს.
კლიმატის ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მოსავლიანობასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. სოფლის მეურნეობის ყველა დარგში მოსავლიანობა შემცირდა.
ახლა სოფლებში რთველის სეზონია. თუმცა, ყურძნის შაქრიანობა იმდენად დაბალია, რომ მევენახეები მისი დაკრეფისგან, ჯერჯერეობით, თავს იკავებენ და გამოამინდებას ელოდებიან. გასულ წლებში ასეთი წვიმიანი შემოდგომა არ მახსოვს.
დაზიანებული ოზონის შრე ვეღარ გვიცავს ულტარისფერი გამოსხივებისგან. ეს ულტრაისფერი გამოსხივება კი ადამიანების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც წნევა აწუხებს, ცუდად მოქმედებს.
ხეების გაჩეხვა პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან, რადგან მცენარე ნახშიროჟანგს ითვისებს და ჟანგბადს გამოჰყოფს. მცენარეული საფარის შემცირებით ნახშიროჟანგმა მოიმატა. მზე თუ გამოვიდა, ისეთი მწველია, გარეთ ვერ გამოხვალ. ასეთი უჩვეულო სიცხე მცენარეებს ანადგურებს. თუ წვიმაა, ძალიან სიცივეა.
ჩემს მოსწავლეებთან ერთად ყოველ წელს სოფლებში კვლევას ვატარებთ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 80% რესურსებს არარაციონალურად მოიხმარს.
კლიმატის ცვლილებას, – ამ გლობალურ პრობლემას, ერთად უნდა ვებრძოლოთ, – პირველ რიგში, რესურსების ეკონომიური მოხმარებით.
თუმცა, მთავარი გადაწყვეტილებები, გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესებაში, ხელისუფლებებმა უნდა მიიღონ. ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს და რაც მთავარია, განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილებას ხელს შეუწყობს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
გარემოს დაბინძურება თუ გავაგრძელეთ, აღარც ეს ჰაერი გვექნება – ლია რამინიშვილი
მზის ელექტროსადგურები ხარაგაულში, კლიმატის ცვლილების შესარბილებლად
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფოთოლს წვავენ. ეს ძალიან მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ბევრი სამუშაოა საჭირო, რომ […]
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
ხარაგაულისადმი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური დამოკიდებულება