თვენახევრის წინ ვიუწყებოდით, რომ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდში (მგფ) ინიცირებულია.
ამ ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 2019 წელს აშენდება, მხოლოდ ამისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან შესაბამისი ფართის გამოყოფაა საჭირო.
ის ტერიტორია, სადაც ამჟამად ვერტყვიჭალის ბაღი ფუნქციონირებს, თანამედროვე სტანდარტების შენობის ასაგებად საკმარისი არ არის.
საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებობს 1410 კვმ მიწის ფართი, რომელიც დღემდე ვერტყვიჭალის სკოლის ბალანსზეა.
„ვინაიდან ეს ნაკვეთი მერიას ბაღის ასაშენებლად დასჭირდა და სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ვერ იყენებდა, ამიტომ განათლების სამინისტროს ვთხოვეთ, რომ ეს მიწა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – განათლების სამინისტრო თანახმაა, რომ ეს ნაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გადმოეცეს.
„სავარაუდოდ, სამ კვირაში ეს ტერიტორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, – ამბობს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, – მუნიციპალური განვითარების ფონდს ამის შესახებ უკვე ვაცნობეთ. მათთვის ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.
ვერტყვიჭალის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი, წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ფართის სიმცირის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს, თხუთმეტამდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ვერ მიიღეს.
ფოტოზე: ასე გამოიყურება დღეს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის ნახევარსაუკუნოვანი, ამორტიზებული შენობა.
ამავე თემაზე
ვერტყვიჭალის ბაღის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საკითხი უნდა მოგვარდეს
ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდში მსჯელობენ
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტი… იყო და არა იყო რა
იმერეთის გუბერნატორი – ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 2019 წელს აშენდება
რატომ ვერ შენდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი
ხარაგაულში თუკი რამ უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობაა
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი