

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნახევარსაუკუნოვან, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს.
ბაღის შენობა ვეღარც სტანდარტებს აკმაყოფილებს და ვეღარც ვერტყვიჭალელების მოთხოვნილებას. შენობაში სივიწროვის გამო, საბავშვო ბაღის გარეთ 15-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი.
2017 წლის დეკემბერში ხარაგაულის საკრებულომ ვერტყვიჭალაში ბაღის მშენებლობა პრიორიტეტულ პროექტად დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 3 350 ლარად ისე შეისყიდა, რომ მერიაში არც კი იცოდნენ, – ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის აშენება დაიგეგმა, მუნიციპალურ საკუთრებაში ვერ დარეგისტრირდებოდა.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ადგილზე გაეცნო.
როდის აშენდება ვერტყვიჭალაში ხელისუფლებისგან დაპირებული საბავშვო ბაღი, – ამ თემაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე მსჯელობენ.
ამავე თემაზე:
ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდში მსჯელობენ
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
რატომ ფერხდება ხარაგაულში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტი… იყო და არა იყო რა
იმერეთის გუბერნატორი – ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 2019 წელს აშენდება
რატომ ვერ შენდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი
ხარაგაულში თუკი რამ უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობაა
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული