2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღები უნდა აშენდეს.
ამ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდში ინიცირებულია.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობის დასაწყებად მიწის ნაკვეთის საკითხია მოსაგვარებელი.
„რეგულაციის შესაბამისად, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის უფრო დიდი მიწის ფართობია საჭირო, ვიდრე ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის დღემდე იყო განსაზღვრული, – ამბობს გიორგი შენგელია, – რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მუშაობს ახალი მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად“.
„საღანძილის საბავშვო ბაღის ასაგებად მიწის ნაკვეთი გამოყოფილია. ვმუშაობთ ვერტყვიჭალის ბაღის ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემაზე,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე.
ამავე თემაზე:
ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდში მსჯელობენ
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტი… იყო და არა იყო რა
იმერეთის გუბერნატორი – ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 2019 წელს აშენდება
რატომ ვერ შენდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი
ხარაგაულში თუკი რამ უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობაა
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი