ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2017 წლის დეკემბერში საბავშვო ბაღების მშენებლობა გადაწყვიტა ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, – გასული წლის ბოლოს მერიისგან წარდგენილ და საკრებულოსგან მოწონებულ 26 პრიორიტეტულ პროექტს შორის ამ ორი ბაღის მშენებლობაცაა გათვალისწინებული.
ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობა ჯერ ვერ დაიწყო, რადგან
ამ პრობლემების მიუხედავად, საღანძილესა და ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღების მშენებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში რჩება.
საღანძილეში საბავშვო ბაღი დღემდე არასდროს ყოფილა. საღანძილის მოსახლეობა, რამდენიმე წელია, ბაღის აშენებასა და გახსნას ითხოვს.
ვერტყვიჭალის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი, ორმოცამდე აღსაზრდელით, ნახევარი საუკუნის წინანდელ ამორტიზებულ ფინურ შენობაში ფუნქციონირებს. 15 ვერტყვიჭალელი ბავშვი კი საბავშვო ბაღში სივიწროვის გამო ვერ მიიღეს.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე 6 ივნისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ხვდება.
„ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის არსებული შენობა რომ დაინგრეს და იმ ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მშენებლობის ნებართვა მივიღოთ, ასევე მოვიპოვოთ თანხა ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად, მოესწრება თუ ვერა 2018 წელს ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება?“ – იკითხა ლენა აბაშიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ივნისის სხდომაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი აცხადებს, რომ ვერტყვიჭალაში არსებული შენობის ადგილზე ბაღის ასაშენებლად ახალი პროექტის მომზადება და შესაბამისი თანხა იქნება საჭირო.
ამავე თემაზე:
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.