იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ვერტყვიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე გუბერნატორს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, – საბავშვო ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ათამდე ბავშვი კი უბაღოდ იმის გამო დარჩა, რომ შენობა აღსაზრდელებს ვეღარ იტევს.
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმირებულია და შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ ბაღის ახალი შენობა ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში დაპროექტდა. მანვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს.
იმერეთის გუბერნატორი ვარაუდობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ვერტყვიჭალის ბაღის ასაშენებლად სხვა ადგილის მოძებნა და უკვე შესყიდული პროექტის კორექტირება დასჭირდება.
„ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს, – აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ შეხვედრაზე, – საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს არ აინტერესებთ, რატომ დაპროექტდა ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობა იმ მიწაზე, რომელიც მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნოდა. გპირდებით, 2019 წელს ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი ნებისმიერ ფასად უნდა აშენდეს. ამისათვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ.“
P.S. შეგახსენებთ, რომ ვერტყვიჭალის ბაღში მყოფმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ 19 სექტემბერს ჩვენთან საუბარში განაცხადა: „სადაც არის დაპროექტებული, იქ აშენდება ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი. ორი თვის წინ გადმოგვცეს ეს მიწა და მოგვცეს აშენების უფლება.“
თუმცა საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოგვიდგინა და 2 ოქტომბერს მოგვწერა: „ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით წერილობით თანხმობას ამ დრომდე ველოდებით საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან“.
P.S. P.S. ვიმედოვნებთ, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ვერტყვიჭალთა მოთხოვნას, ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეალობად აქცევს.
თამთა გოგოლაძე
ლაურა გოგოლაძე
ამავე თემაზე
რატომ ვერ შენდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტი იყო და… არა იყო რა
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
რატომ ფერხდება ხარაგაულში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი