

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში ინიცირებულია.
ეს ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელიასგან, მოვიპოვეთ.
„ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხი შესწავლის სტადიაზეა, – ამბობს გიორგი შენგელია, – ვერტყვიჭალასა და საღანძილეში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ამჟამად ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის პარამეტრები დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებს, ან რამდენად არის რესურსი იმავე ადგილას გაფართოების.
თუმცა, თუ ვერ დააკმაყოფილებს პარამეტრებს, ალტერნატიული ფართის მოძიება შეიძლება.
მომზადებული გვაქვს პროექტის დრაფტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა და პროექტირება ერთდროულად უნდა განხორციელდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ შედეგი და აშენდეს საბავშვო ბაღები“, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელაია.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი 50-მდე აღსაზრდელისთვის მოძველებულ, არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებს. 15-მდე ვერტყვიჭალელი ბავშვი კი საბავშვო ბაღში სივიწროვის გამო ვერ მიიღეს.
საღანძილეში, მშობლების მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე საბავშვო ბაღს არასდროს უფუნქციონერებია.
ლაურა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის პროექტი… იყო და არა იყო რა
იმერეთის გუბერნატორი – ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი 2019 წელს აშენდება
რატომ ვერ შენდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი
ხარაგაულში თუკი რამ უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობაა
ხარაგაულში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგება
რას აპირებს ხარაგაულის მერია ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
ჩაიცვამენ თუ არა „რკინის ქალამნებს“ ხარაგაულში საბავშვო ბაღის ასაშენებლად
რატომ ფერხდება ხარაგაულში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა

ასე გამოიყურება დღეს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობა.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული