ზესტაფონში მოქმედმა დღის ცენტრმა „ორიონი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. საგრანტო კონკურსის მიზანია უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის.
დღის ცენტრმა „ორიონი“ საკმაოდ მაღალი კონკურენციის ფონზე მიაღწია წარმატებას. იგი საქართველოს მასშტაბით იმ ექვს გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის მოხვდა, რომლებიც საზოგადოებას სოციალურ მომსახურეობას აწვდიან. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. იგი სხვადასხვა ხასიათის ტრენინგებსა და აქტივობებს მოიცავს.
დღის ცენტრ „ორიონის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნანა (ჟანა) ფერაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მათ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. „ორიონში“ უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება დაინერგება.
„ამ პროექტის ფარგლებში შეფასების ახალ ფორმებსა და ინსტრუმენტებს დავნერგავთ,- ამბობს ჟანა ფერაძე, – სპეციალისტების კვალიფიკაცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და გაღრმავდება. ეს მე ძალიან მახარებს.
ბავშვებისა და მშობლების ერთობლივი მონაწილეობით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება. შემუშავდება მულტიდისციპლინური გუნდის გზამკვლევი, სადაც მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი ჩართულობა მაქსიმალურად გაიზრდება.
ჩვენს პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე – სქესობრივი განათლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ქცევის გამოყენებითი ანალიზი. ტრენინგები განკუთვნილია ასევე მშობლებისთვისაც. მშობლების აქტიური ჩართულობით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური გეგმები შემუშავდება”.
დღის ცენტრ „ორიონში“ ტრენინგების ჩატარება უკვე დაიწყო. ტრენერებისთვის სპეციალური კონკურსი იყო გამოცხადებული, სადაც უპირატესობა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიტებმა მოიპოვეს. ისინი „ორიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის იზრუნებენ.
„პროექტის ფარგლებში ერთი ასეთი საინტერესო ღონისძიებაც არის დაგეგმილი, – „გემრიელი დღეები თანაკლასელებთან ერთად“. იგი მიზნად ისახავს პროფესიული და დამოუკიდებელი უნარების განვითარებას.
ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის ბაზაზე სპეციალური სამზარეულო კაბინეტი მოეწყობა. ორ თვეში ერთხელ გაიმართება „გემრიელი დღეები თანაკლასელებთან ერთად“. მასში მონაწილეობას მიიღებს ზესტაფონის #2 და #5 საჯარო სკოლების იმ კლასების მოსწავლეები, სადაც ჩვენი ბენეფიციარები სწავლობენ; ასევე მშობლები და პედაგოგებიც. ეს, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით იქნება. ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ურთიერთობა ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდება. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა ასეთ გამოცდილ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა”.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს დაფუძნდა და ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.
ამ ორგანიზაციამ, მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შედეგად, დაიმკვიდრა ძლიერი კვლევითი, ექსპერტული, ასევე სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
„ორიონი“ საქმიანობას აფართოებს აფართოებს
„პანდემიის მეორე ტალღას უფრო მომზადებულები შევხვდით“
დღის ცენტრში „ორიონი“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ზესტაფონის დღის ცენტრი „ორიონი“ პანდემიის პირობებში
„ორიონის“ ჯადოსნურმა ღონისძიებამ დაგვარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
„ორიონის“ წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
პირველი დეკემბრიდან „ორიონში“ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ამოქმედდება
რა სურთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს ხარაგაულში
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.