დღეს, 21 დეკემბერს, ხარაგაულელებს ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტრის „ორიონი“ აღსაზრდელების შემოქმედების ხილვის შესაძლებლობა მოგვეცა.
უმცროსი ასაკის „ორიონელებმა“ სპექტაკლი – „წუნა და წრუწუნა“, ხოლო უფროსებმა – სპექტაკლი „განსხვავებული“ წარმოადგინეს.
ამ სპექტაკლით „ორიონელები“ ახლახან პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალის – „არაჩვეულებრივი თეატრი“ ლაურეატები გახდნენ. მასში მონაწილეობენ ალეკო გონგლაძე, ნესტორა კატერინა, ანა გურული, მერი ჭყოიძე და ქეთი გონგლაძე.
ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ორიონი“, უკვე 12 წელია, ფუნქციონირებს. „ორიონი“ 6-დან 18 წლამდე მოზარდებისა და 18 წელს ზემოთ პირების დღის ცენტრია.
„ორიონის“ დამფუძნებელმა ჟანა ფერაძემ მადლობა გადაუხადა ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელს რუსუდან გურგენიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ორიონის“ პედაგოგებსა და თანამშრომლებს.
„ამ სპექტაკლით ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობა ჩანს. ბედნიერები ვართ, როცა ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგს,“ – ამბობს ჟანა ფერაძე. მან რუსუდან გურგენიძეს „ორიონის“ აღსაზრდელებისგან შექმნილი ულამაზესი „ნატვრის ხე“ უსახსოვრა და ისურვა, რომ დამდეგი ახალი წელი სიკეთის, სიყვარულისა და მშვიდობის წელი ყოფილიყოს.
ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელმა რუსუდან გურგენიძემ, ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისა და არაჩვეულებრივი სპექტაკლისათვის. მანანა ბარბაქაძემ „ორიონელებს“ საჩუქრად 200 ლარი გადასცა.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი