

დღეს, 2 სექტემბერს, დღის ცენტრმა „ორიონი“ საქმიანობა განაახლა.
„ორიონის“ დირექტორი ჟანა ფერაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან გაცემულ რეკომენდაციების იცავენ – შეიძინეს დეზინფექციისთვის აუცილებელი ინვენტარი და თერმომეტრები.
მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციები მშობლებს გააცვნეს და ისინი დათანხმდნენ, რომ შვილები დღის ცენტრში ატარონ.
„ძალიან ბედნიერები არიან დღის ცენტრის ბენეფიციარები და მათი მშობლები, – ამბობს ჟანა ფერაძე, – გვითხრეს, ახლა უფრო დავრწმუნდით, თუ რა მნიშვნელოვანია „ორიონი“ ჩვენი შვილებისთვისო. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ“.
კორონავირუსის პანდემიის გამო „ორიონი“ დისტანციურად მუშაობდა.
ზესტაფონის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში „ორიონი“ მომსახურებას სპეციალური საჭიროებების მქონე 6-დან 18 წლამდე 40 მოზარდი და 18 წლის ზემოთ 27 მოზრდილი იღებს.
ნინო კაპანაძე
ფოტო და ვიდეო „ორიონის“ ფეისბუქგვერდიდან
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის