

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი დღის ცენტრ „ორიონის“ ბენეფიციარები პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალში „არაჩვეულებრივი თეატრი“ მონაწილეობდნენ.
ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიონის“ თავმჯდომარე ჟანა ფერაძე ავრცელებს. ამ ფესტივალში „ორიონი“ მეოთხედ მიიწვიეს.
ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 35 ჯგუფი მონაწილეობდა. „ორიონელები“ აუდიტორიის წინაშე სპექტაკლით „განსხვავებული“ წარდგნენ.
ჟიურიმ საუკეთესო ქორეოგრაფიისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისთვის „ორიონის“ გუნდს ლაურეატის წოდება მიანიჭა. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი ანსამბლ „ძმების“ ქორეოგრაფს საბა ჩალხაშვილს მიუძღვის.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის