დღის სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის“ ბენეფიციარები და მათი მშობლები ცენტრის მასწავლებლებს, მეორე თვეა, უჩვეულო გარემოში – ვირტუალურად ხვდებიან.
მშობელი ხათუნა კაპანაძე ამბობს, რომ მის გოგონას, ქეთევანს, თანატოლები და მასწავლებლები ენატრება და ვიდეოგაკვეთილებზე მათი დანახვა ძალიან ახარებს.
ქეთევანი დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს და დედას თითოეული აქტივობის დროს ფოტოს გადაღებას სთხოვს.
ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით, – ამბობს „ორიონის“ დირექტორი ჟანა ფერაძე, – ბენეფიციარების ნაწილს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს. ამიტომ თითოეულთან მუშაობის გეგმები შევიმუშავეთ. ზოგს მესენჯერში ვუკავშირდებით, ზოგს – ვიდეოთვალით და ზოგსაც – ტელეფონით.
ზესტაფონის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში „ორიონი“ მომსახურებას სპეციალური საჭიროებების მქონე 6-დან 18 წლამდე 40 მოზარდი და 18 წლის ზემოთ 27 მოზრდილი იღებს.
„ორიონის“ ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას ატარებს. შექმნილია მშობელთა დახმარების კლუბი. კლუბის წევრებს ფსიქოლოგებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ.
ჩვენი ცენტრის ბენეფიციარებთან ურთიერთობაში, ძირითადად, მშობლები გვეხმარებიან. თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმაა შემუშავებული. პედაგოგი პირდაპირი ჩართვების დროს ბავშვს თავისი უნარების შესაბამის აქტივობებს ავალებს, რომელიც მსხვილი და წვრილი მოტორიკის, ასევე აკადემიური უნარების განვითარებისთვის აუცილებელია. ირჩევა მიზანი და ვმუშაობთ იმ მიზნის მისაღწევად. „ორიონის“ ბენეფიციარებთან ფიზიოთერაპევტი ვიდეო ვარჯიშების დახმარებით მუშაობს.
რაც მთავარია, ვიდეოჩართვებით ბავშვები ბედნიერები არიან. ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა.
დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი, მარტისა და აპრილის კვების ვაუჩერი, მათ ოჯახებში დაურიგდათ. ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარია. ამ ვაუჩერით მხოლოდ კვების პროდუქტები უნდა შეიძინონ და ქვითრები დღის ცენტრში წარმოადგინონ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ღონისძიება ზესტაფონის დღის სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“ (2018 წ.)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი