
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ პირველი თებერვლიდან გედსამანიაში ექთანი დაინიშნა. ამ სოფლის მოსახლეობა ექთნის დანიშვნას, წლებია, ითხოვს.
მაღალმთიანი სოფლის პრობლემა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ არაერთხელ გააშუქა.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ექთნის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციით მიიღო.
„მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერ იღებდა, – ამბობს ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, – რადგან ხუნევის ამბულატორია თერთმეტი სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას ვერ წვდება.
ექთანს ერთი ოთახი გედსამანიის სკოლის შენობის პირველ სართულზე დაეთმო.
ჯანდაცვის ცენტრთან და ხუნევის ამბულატორიის ექიმთან კონსულტაციით პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მასალებსა და ინვენტარს შეიძენს. ექთანი ნინო სებისკვერაძე გამოცდილია. ის გედსამანიის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას, წლებია, უანგაროდ უწევდა“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ექთნისთვის ოთახი გედსამანიის სკოლის შენობის პირველ სართულზე გამოიყო
ასევე დაგაინტერესებთ
სოფლის ექიმებსაც უჭირთ და მათ პაციენტებსაც
შეზღუდვა, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემა შეუქმნა
კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი
სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს
ხარაგაულის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს აუცილებლად გავაგრძელებთ – მაკა ქასრაშვილი
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება