

4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის ტერიტორიაზე, „ერუდიტბანაკი“ მოეწყო.
ეს ბანაკი ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 80 მოსწავლე მონაწილეობდა.
როგორ ჩაიარა „ერუდიტბანაკის“ ოთხმა დღემ და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ მომავალში, – ამ შეკითხვებით ბანაკის ორგანიზატორსა და მონაწილეებს მივმართეთ.
„ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულში ნიჭიერი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აქტიური ახალგაზრდები გვყავს, – ამბობს „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ბანაკის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყოველდღე „ინტელექტის საათს“ ვატარებდით. მნიშვნელოვანი იყო „დებატების საათი“, – ახალგაზრდები სხვადასვა საკითხს თავად ირჩევდნენ და მსჯელობდნენ, ატარებდნენ პოეზიის საღამოებს, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს.
საინტერესო იყო ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, – ალექსანდრე ტაბატაძისა და მისი თანამშრომლების სტუმრობა. ისინი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრენ.
„ერუდიტბანაკის“ მონაწილეებთან ლექცია-საუბარი გამართა ხარაგაულის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ:
ვფიქრობ, მოსწავლეები „ერუდიტბანაკში“ გატარებული დღეებით კმაყოფილები დარჩნენ“.
„ერუდიტბანაკში“ შარშანაც ვისვენებდი და წელსაც მოვინდომე წასვლა, – ამბობს ნათია კვინიკაძე, – კარგი ლიდერები გვყავდა და საინტერესო აქტივობებს ვახორციელებდით. ეს ბანაკი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ვმუშაობდით გუნდურად და კარგად ვერთობოდით. საცხოვრებელი პირობებიც ნორმალური გვქონდა. სამომავლოდ, კარგი იქნება, თუ უფრო მეტ სპორტულ აქტივობებს შემოგვთავაზებენ“.
„ერუდიტბანაკი“ დიდი მოტივაციის მომცემია თითოეული მონაწილესთვის, რომ მეტი ცოდნა შეიძინოს, ინიციატივები წარმოადგინოს და განახორციელოს, – ამბობს შოთი წიქარიშვილი, – ეს ბანაკი დამეგობრების, შესაძლებლობების გამოვლენის, გართობის საუკეთესო შესაძლებლობაა.
კარვების ბანაკში დასვენება სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავებასაც გულისხმობს. თუმცა, ყველას ვურჩევ, „ერუდიტბანაკში“ დაისვენოს. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ამ ბანაკს მეტი ახალი სახეები შეემატოს. მადლობა „ერუდიტბანაკის“ ორგანიზატორებს ბანაკში გატარებული შინაარსიანი და საინტერესო დღეებისთვის“.
„მიხარია, რომ ბანაკში, სადაც ჩემმა შვილმა ოთხი დღე გაატარა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო იყო, – ამბობს მშობელი თინათინ ტაბიძე, – ახალგაზრდები ურთიერთობებს, თანადგომას, მხარდაჭერას სწავლობენ, ეს კი დღევანდელ დაძაბულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს ეს ბანაკი მხოლოდ გართობაზე არ არის ორიენტირებული და მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს“.
„ერუდიტბანაკი“ ბორის სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 2024 წლიდან იმართება.
ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გახსნის ღონისძიებაში „ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობდა.
ფოტოზე: „ერუდიტბანაკის“ მონაწილეთა ერთი ჯგუფი
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას
ძუძუთი კვება ჩვილისთვის საუკეთესო დასაწყისია – ის უზრუნველყოფს სრულფასოვან