სოფლის ამბულატორიის ექიმებისთვის ტრანსპორტირება პანდემიამდეც პრობლემა იყო.
დაწესებულმა შეზღუდვებმა კი მდგომარეობა გაართულა. ექიმები, რომლებიც მგზავრობას ვეღარ ახერხებენ, პაციენტებთან ტელეფონით ურთიერთობენ და დანიშნულებასაც დისტანციურად აძლევენ.
ვარძიის, ლაშისა და ღორეშის ექიმები თავიანთ ამბულატორიებამდე ტაქსით მგზავრობენ.
ვარძიის ექიმი თამარ მახათაძე ამბობს, რომ ამბულატორიაში კვირაში ერთხელ ადის ან მაშინ, როცა ბავშვებისთვის გეგმიური აცრები აქვს ჩასატარებელი და ამისათვის ტაქსს იყენებს.
ზესტაფონში მცხოვრები, ვახანის ამბულატორიის ექიმი ირმა ფორჩხიძე წუხს, რომ ტრანსპორტირება ექიმებისთვის პანდემიამდეც დიდი პრობლემა იყო.
„ძირითადად, კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვარ, ზესტაფონიდან ყოველ დილით „ლიბერთი ბანკის“ დროებითი თანამშრომელი დადის და ხარაგაულამდე მას დავყვები. იანვრიდან რა მეშველება, არ ვიცი, რადგან ეს ადამიანი „ლიბერთი ბანკში“ დეკემბრის ბოლომდე მუშაობს. ვახანის ამბულატორიამდე ან სოფლის რწმუნებულს მივყვები ან პოლიციის მანქანას ან კიდევ გამვლელ ტრანსპორტს“ – ამბობს ირმა ექიმი.
საღანძილის, ხევის, ხუნევის ამბულატორიის ექიმები ამბობენ, რომ ამბულატორიებამდე და, თუ საჭირო გახდა, პაციენტის ოჯახებამდეც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებიან.
ბორითის ამბულატორიის ექიმმა გიორგი ბარბაქაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ექიმების გადაადგილების პრობლემით რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა და იმედი აქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.
მოლითის ამბულატორიის ექიმი ბესო ფოცხვერაშვილი ადგილობრივია და თითქმის ყოველდღიურად, საკუთარი მანქანით, დაახლოებით 12-15 გამოძახებაზე მიდის.
ბესო ექიმი ამბობს, რომ კოვიდპაციენტების მომსახურება ამბულატორიის ექიმების კომპეტენციებს სცდება: „კოვიდპაციენტებს ჰგონიათ, რომ კლინიკაში გადაყვანა, ბიულეტენის გამოწერა და სხვა მომსახურება ჩვენ, სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმებმა, უნდა გავუწიოთ. კოვიდპაციენტებისთვის ამ მომსახურეობის გაწევა კოვიდსისტემის ონლაინ ოჯახის ექიმის კომპეტენციაა. პორტალზე ambulatoria.moh.gov.ge თავისი პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, თავისი ონლაინ ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი გაიგოს და მას დაუკავშირდეს.
ჩვენ, სოფლის ამბულატორიის ექიმებს კოვიდპაციენტებისთვის მხოლოდ ზოგადი დანიშნულების (სითხეების მიღება და ფიზიკური დატვირთვა) მიცემა შეგვიძლია. ყველა სხვა საკითხზე პაციენტი კოვიდ ონლაინ ექიმს უნდა დაუკავშირდეს,“ – ამბობს ბესო ფოცხვერაშვილი.
ვითვალისწინებთ რა, მოსახლეობის პირველად სამედიცინო მომსახურებაში შექმნილ სირთულეებს, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და ამავდროულად, გთავაზობთ სოფლის ამბულატორიების ექიმების საკონტაქტო ინფორმაციას, მათივე თავაზიანი თანხმობით.
თინა მჭედლიძე (ბაზალეთის ამბულატორია) – 593 97 91 61;
გიორგი ბარბაქაძე (ბორითის ამბულატორია) – 593 52 45 52;
თამარ მახათაძე (ვარძიის ამბულატორია) – 599 15 60 94;
ბესო ფოცხვერაშვილი (მოლითის ამბულატორია) – 599 17 89 82;
ნათელა ლომიძე (მოლითის ამბულატორია) – 599 76 40 27;
მამია ტაბატაძე (კიცხის ამბულატორია) – 599 78 88 52;
მაია ნებიერიძე (ლაშის ამბულატორია) – 555 20 35 10;
ირმა ფორჩხიძე (ვახანის ამბულატორია) – 557 60 61 85;
აზა ფურცელაძე (ლეღვნის ამბულატორია) – 593 68 14 09;
ნინო კობახიძე (ზვარის ამბულატორია) – 599 26 49 52;
ნანი არევაძე (საღანძილის ამბულატორია) – 593 65 50 97;
ირინა ბიბიჩაძე (ფარცხნალის ამბულატორია) – 595 50 40 24;
ირმა კელენჯერიძე (ღორეშის ამბულატორია) – 595 69 68 78;
ნინო ბუხნიკაშვილი (წიფის ამბულატორია) – 593 38 21 17;
ამირან ხალილულაევი (წყალაფორეთის ამბულატორია) – 555 61 69 90;
ლატავრა ნინიკაშვილი (კიცხის/ხიდრის ამბულატორია) – 557 10 55 24, 595 25 55 41;
თამარ გველესიანი (ხუნევის ამბულატორია) – 595 58 41 50;
ია პაქსაშვილი (ხუნევის ამბულატორია) – 593 57 23 27.
ამავე თემაზე
სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს
კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი
სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი