
ნადაბურის მოსახლეობა ექთნის დანიშვნას, ორი ათეული წელია, ითხოვს. ეს საკითხი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ არაერთხელ გააშუქა.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურების საჭიროებზე, მათ შორის – ნადაბურში ექთნის დანიშვნის აუცილებლობაზე, – არაერთხელ მივმართეთ ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და სოფლის ამბულატორიების მედპერსონალის პრობლემები აისახა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორის, ლაურა გოგოლაძის, ხელმძღვანელობით მომზადებულ კვლევაში.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ნადაბურში ექთნის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციით მიიღეს.
„ნადაბურში სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერ იღებდა, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, რადგან სოფელს 10 კილომეტრით დაშორებული ხუნევის საექიმო ამბულატორიიდან საჭირო დროს ვერც ექიმი აკითხავდა და ვერც ექთანი. ხუნევის ამბულატორია თერთმეტი სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას ვერ წვდება.
ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ნადაბურში დამატებით ექთნის შტატის დაშვების, ან ახალი ამბულატორიის გახსნაზე, ამ დრომდე თავს იკავებდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ვალდებულება მოსახლეობის ჯანმრთელობის პრევენცია და პროფილაქტიკაა. ამიტომ ნადაბურში ექთანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დანიშნა“.
„ექთანი ლია ლალიაშვილი, 13 წელია, ნადაბურის მოსახლეობას ისედაც უანგაროდ ემსახურება, – ამბობს ნადაბურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – ის მაღალი დონის პროფესიონალია. მადლობა მერს, კობა ლურსმანაშვილს, ნადაბურელების დიდი ხნის პრობლემა რომ მოაგვარა“.
ექთანი ლია ლალიაშვილი პაციენტებს ნადაბურში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ყოფილი საექიმო ამბულატორიის ოთახში მიიღებს. სხვა დღეებში კი, სოფელში ავადმყოფებს სამედიცინო მომსახურებას ბინაზე გაუწევს.
„ვაწესრიგებ ოთახს, სადაც პაციენტები უნდა მივიღო, – ამბობს ექთანი ლია ლალიაშვლი, – ხუნევის ამბულატორიის ექიმ ია პაქსაშვილთან კონსულტაციით, ძირითადად, ავადმყოფებთან ბინაზე მისვლა მევალება. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ნადაბურისა და გოლისის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას ისედაც ვუწევდი და ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
გედსამანიაში ექთანი დაინიშნა
გედსამანიელები ექთნის მოლოდინში
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის