„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას აგრძელებს.
ამჯერად ხუნევის თემში შემავალ მაღალმთიან სოფელ გედსამანიას ვესტუმრეთ. სოფელმა მაღალმთიანის სტატუსი 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, გედსამანიელები ამ სტატუსის შეღავათებით ნაკლებად სარგებლობენ.
გედსამანიაში მცხოვრები გოჩა ჩადუნელი სკოლის პედაგოგია. ის, თავისი კოლეგების მსგავსად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მასწავლებლებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობს; კერძოდ, საბაზო ხელფასის 35%-იან დანამატს ვერ იღებს და საშემოსავლო გადასახადიც სრულად ექვითება. ამის მიზეზი ისაა, რომ გედსამანიის სკოლა 2005 წლის მაისიდან ხუნევის სკოლასთან არის ოპტიმიზირებული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს. 1970 წლიდან 2005 წლის მაისამდე გედსამანიის სკოლა დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა.
გედსამანიაში უმთავრესი პრობლემა მწყობრიდან გამოსული საუბნო გზებია. ჩადუნელების, რიკაძეებისა და ბლიაძეების უბნებში გზებზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია.
გედსამანიაში მოსახლეობას სეზონზე დაახლოებით 50 ტონა ჟოლო მოჰყავს. აქაურები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზამდე ჟოლოს ჩატანა ზურგით უწევთ. ასევე ხელით მიაქვთ საჭირო პროდუქტი სახლამდე.
„ხელისუფლება დაგვპირდა, რომ რიკაძეების 1,5 კმ-იანი საუბნო გზა, რომელიც ეკლესიამდე მიდის, წელს აუცილებლად მობეტონდება, – ამბობს იური ჩადუნელი, – გზა ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. გადაადგილება ზამთარში კიდევ უფრო მეტად გვიჭირს“.
19 წელია, გედსამანიაში ცხოვრობს ფატმან ჩადუნელი. მას შვილები სამედიცინო მომსახურებისთვის, ძირითადად, ხაშურში დაჰყავს, რადგან ხუნევის ამბულატორიაში ექიმი ყოველთვის არ ხვდება.
გედსამანიელები, წლებია, ექთნის დანიშვნას ვითხოვთ, – ამბობს ფატმან ჩადუნელი, – სოფელში ექთანს თუ დავიგულებთ, უფრო მშვიდად ვიქნებით. გედსამანიაში ბევრი რამ გაკეთდა – ცენტრალური გზა მობეტონდა, წისქვილი მოეწყო, საბავშვო ბაღი გაიხსნა, მაგრამ ყველაზე მთავარი სამედიცინო მომსახურებაა, განსაკუთრებით – პანდემიის პირობებში“.
სოფლიდან ნარჩენების გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, – ამბობს ლოლა ბიწაძე, – ჩვენთან მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა ნაგვის ურნა. საუბნო გზები სანამ არ მოეწყობა, მანამ ნაგვის ურნები არ მოაქვთ. რა ქნას ხალხმა, სად წაიღოს ნაგავი?! ამიტომ გარემო ზიანდება და ბინძურდება“.
გედსამანიაში გასული წლის ოქტომბერში 14 აღსაზრდელისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნა. გედსამანიელები ამბობენ, რომ ეს ფაქტი სოფელში ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებას ხელს შეუწყობს.
ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ გედსამანიის სკოლის პერსონალმა დაწესებული შეღავათებით რომ ისარგებლოს, ან სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი უნდა აღუდგეს, ან საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს.
„მოთხოვნა და მცდელობა არ დამიკლია, – ამბობს ლენა აბაშიძე, – წერილობით მივმართე როგორც განათლების სამინისტროს, ისე პარლამენტს. პასუხებს ველოდებით. გედსამანიაში ექთნის დანიშვნა გადაწყვეტილია. სკოლის შენობაში გამოთავისუფლდება ერთი ოთახი, სადაც ექთანი იმუშავებს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ სოფელი, სადაც გამორჩეულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ყველა შეღავათით სარგებლობდეს“.
მაშ ასე, გედსამანიაში შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
ამავე თემაზე
უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
გედსამანია ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიღმა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი