რამდენიმე თვეა, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. საავადმყოფოები გადატვირთულია და პაციენტთა ნაწილი სახლში, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით, მკურნალობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ხიდრის ამბულატორიის ექიმი ლატავრა ნინიკაშვილი ამბობს, რომ ხიდარში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა. მათგან 12 უკვე გამოჯანმრთელდა.
„მოსახლეობას კორონავირუსის ძალიან ეშინია. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ექიმები ვართ, ახალი მისიაც დაგვეკისრა, – ფსიქოლოგებიც გავხდით. პაციენტებს ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ, პანიკაში რომ არ ჩავარდნენ, – ამბობს ლატავრა ნინიკაშვილი, – კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ხიდრელი პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ორი საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ხოლო ორი მათგანის გადაყვანა უშუალოდ ჩემი ჩარევით მოხდა, რადგან პაციენტებს სხვა მძიმე დაავადებებიც აღენიშნებოდა.
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდები – ე.წ. „დისტანციურ შემოვლებს“ ვაკეთებ და ყოველ დარეკვაზე ვეკითხები, ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი სიმპტომი. მედიკამენტებს თითოეულ მათგანს მდგომარეობის შესაბამისად ვუნიშნავ.
ზოგადად, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი არ უნდა მოდუნდეს, ხშირად უნდა გაანიავოს ოთახი, მაქსიმალურად იმოძრაოს და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაიცვას კარანტინის წესები, – თვითიზოლაცია და მორიდება ოჯახის წევრების მიმართაც კი.
შექმნილ მდგომარეობას სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უმკლავდება. შემოდგომაზე სოფლის ამბულატორიების ექიმებს საჭირო ინვენტარი გადმოგვცა – ეკიპირებისთვის ფორმები, პირბადე, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები და მედიკამენტები. შეძლებისდაგვარად რაციონალურად მოვიხმართ.
ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვურჩევ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. ეს დაავადების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია“.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი
სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის