

დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლიტერატურული კონკურსის, „ოდეონის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის ორგანიზატორია იზა ვეფხვაძე – რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი. წელს კონკურსანტებმა ლიტერატურული ნამუშევრები შექმნეს თემაზე – „აქ“.
კონკურსანტების ნამუშევრებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: – ლინა ბარათაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე); წევრები: ვალერი გოგნაძე, მამუკა ჭიპაშვილი, მზია აბულაძე, მარინე ვეფხვაძე.
ჟიურის თავმჯდომარე ლინა ბარათაშვილმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ანა ჭუმბურიძე, რომელიც კონკურსში არ მონაწილეობდა და ლიტერატურული ნაწარმოები თავისი სურვილით შექმნა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
წელს „ოდეონი“ მეთვრამეტედ ჩატარდა და მასში 12 პიროვნება მონაწილეობდა.

ფოტოებზე: „ოდეონის“ გამარჯვებულები; კონკურსის რამდენიმე მონაწილე ჟიურის წევრებთან და კონკურსის ორგანიზატორთან ერთად
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა