არსებობს უამრავი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი, მაგრამ არცერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მოვწიოთ.

თამბაქოს კვამლში 7000-მდე მავნე ნივთიერებაა, მათ შორის 70 კიბოს გამომწვევია.

თამბაქო სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, მსოფლიოში ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება.

თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თანდათანობით.

ნიკოტინი მცირე დოზით იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ის ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და აღწევს თავის ტვინს. სიგარეტის მოწევისას ორგანიზმისათვის საშიში კონცენტრაცია შეიძლება დაგროვდეს საშუალო მოცულობის ოთახში 8 ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.

დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება. ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში ვითარდება „ნიკოტინური შიმშილი.“

თამბაქოს წევის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას ფისი ეწოდება. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.

თამბაქოს წევის შედეგად წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი რჩება მწეველის ორგანიზმში, ხოლო მეორადი კვამლი ვრცელდება ჰაერში და ბევრად საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებებს.

საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურებულ ჰაერს ყოველწლიურად 3000 ადამიანი ეწირება; ათიდან 8 ბავშვი მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

თამბაქოს კვამლში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი, რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში.

თამბაქოს კვამლი შეიცავ ასევე ამონიუმს, რომელიც გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად და დარიშხანს, რომელიც თაგვების საწამლავია.

იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადებების ნიშნები.
თამბაქოს მოხმარება იწვევს სიმსივნეებს, გულისა და ფილტვის დაავადებებს, ინსულტს. აზიანებს ყველა ორგანოს.

იმპოტენციის განავითარების რისკი მწეველებში უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში.
იწვევს პირის ღრუს, ფილტვების, კუჭისა და საშვილოსნოს სიმსივნეებს.
ორსულებში იწვევს ნაადრევ მშობიარობას და თანდაყოლილ სიმახინჯეებს, ასევე ახალშობილის უეცარ სიკვდილს.

იწვევს ასევე სხვა უარყოფით თვისებებს: ტუჩის, ენის, სასის და საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, გემოვნების შეგრძნების კლებას.

იწვევს ასევე მხედველობის დაქვეითებას, სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესისტებას.
აზიანებს კბილის ემალს, ვითარდება კარიესი.

გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქოს მოხმარება იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითების და კბილების გაყვითლებას.

მიუხედავად მარკისა, ხარისხისა და ფასისა, არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია.
სპორტი და თამბაქო შეუთავსებელია.

თამბაქოს კომპანიები უამრავ ფულს ხარჯავენ თამბაქოს რეკლამაზე, რითაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ხდიან სიგარეტზე დამოკიდებულს.

მთავარ მიზეზი კიდევ იმისა, თუ რატომ არ უნდა მოვწიოთ, ისაა, რომ მწეველი არა მარტო თავის, არამედ სხვის (მათ შორის საყვარელი ადამიანების) სიცოცხლესაც ზიანს აყენებს.

და ბოლოს, – ვხარჯავთ უამრავ ფულს იმაში, რომ დაავადეთ და გავიუარესოთ სიცოცხლის ხარისხი.

თათია ბლუაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

ამავე თემაზე

რა ცვლილებები იგეგმება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ძლიერდება

როგორ ვთქვათ თამბაქოზე უარი

მწეველები, არამწეველებთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან

მოზარდებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა