

რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 დამოუკიდებელი ონლაინგამოცემის, – მათ შორის „ჩემი ხარაგაულის“ – ვებგვერდი დღეს, 13 აგვისტოს, რამდენიმე საათით გაითიშა.
სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა ერთობლივ კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა – sinatle.media საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს.
სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც.
კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:
სინათლე არ უნდა ჩაქრეს!
სიმართლე არ უნდა დაიფაროს.
მოქალაქეებისგან დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდაჭერა საზოგადოების გაძლიერებას ნიშნავს.
ანგარიშის ნომრებია:
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465
22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობლივ კამპანიაში – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – მონაწილეობენ ონლაინგამოცემები:
ჩემი ხარაგაული
ბათუმელები
ნეტგაზეთი
პუბლიკა
ინდიგო
ქართლის ამბები
გურია ნიუსი
სამხრეთის კარიბჭე
Chai Khana
Info imereti
სტუდია მონიტორი
ქუთაისიპოსტი
OC Media
რადიო მარნეული
აჭარა თაიმსი
აი, ფაქტი
პროექტი 64
მედიაჩეკერი
აპრილი
გურიის მოამბე
TOK2Region
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი