„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე და წამოვედი. სამაგიეროდ, დაახვედრეს საუზმე. ლანჩიც უფასოა დაწყებითებში.

კლასში მაქსიმუმ 10-12 ბავშვი. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ტუალეტები ყველა საკლასო ოთახში და არა დერეფნის, ან სკოლის ეზოს ბოლოს, 2 კილომეტრში, – წერს სოციალურ ქსელში აშშ ფლორიდის შტატში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი. თაზომ და მისმა მეუღლემ სალომე ცეცხლაძემ თავიანთი 5 წლის ვაჟი სკოლაში შეიყვანეს.

ლექსები და კონცერტი მშიერ კუჭზე, თუ დანაყრებული ბავშვი ცერემონიების გარეშე?

აქ დაწყებითი სასკოლო განათლება (Elementary School) 5 წლის ასაკში, kindergarten-ით იწყება, პირველი კლასი უკვე 6 წლიდან. Kindergarten ქართული რეალობისთვის უფრო ფრისქულის ტოლფასია.

ამერიკული სასკოლო განათლების სისტემაზე იდეალური წარმოდგენის არ ვარ, თუმცა ბავშვს სკოლაში რომ არ უნდა მოშივდეს და კლასში 30 ბავშვი არ უნდა იყოს, ეს მინიმუმი დაკმაყოფილებულია. ამ მინიმუმისთვის ცოტა შეძლებულები ქართულ კერძო სკოლებში  კოლოსალურ თანხას იხდიან. ჩვენს საჯარო სკოლაში რომ ეს მინიმალური სტანდარტი იყოს, რამდენი გადაიხდიდა ათასობით ლარს კერძო სკოლაში?

ჯიბეგახვრეტილ ქართველ ლიბერტარიანელებს რომ ჰკითხო, სკოლაში უფასო კვება კომუნიზმია. ეგ რომ საშუალოსტატისტიკურ ფლორიდელ მემარჯვენე ტრამპისტს (რომელიც ფლორიდის უმრავლესობაა) უთხრა, ალბათ, სიცილით მოკვდება“.

საქართველოში სასკოლო კვების პრობლემებზე წაიკითხეთ:
უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება