დღეს, 18 ივნისს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 12 სკოლის 22 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულები ჟიურის თავმჯდომარემ, პოეტმა ლინა ბარათაშვილმა დაასახელა. მოსწავლეებმა ლიტერატურული ნამუშევრები შექმნეს თემაზე „ფესვები“.

ჟიურის თავმჯდომარემ, ლინა ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ნაწარმოებებში ჩანდა ავტორის იდეა, აზრი, გრძნობა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის დამფუძნებელს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს, იზა ვეფხვაძეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

ლინა ბარათაშვილმა დაასახელა თავისი რჩეული – ლიზი დევდარიანი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

გამარჯვებულებს სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე სიგელითა და იზა ვეფხვაძის წიგნით „მერი მასწავლებელი“ დაჯილდოვდა.

კონკურსის მონაწილეებს მიესალმენ და შემდგომი წარმატებები უსურვეს ჟიურის წევრებმა – მარინე ხვედელიძემ, მამუკა ჭიპაშვილმა, სპარტაკ ლაცაბიძემ და ვალერი გოგნაძემ.

„ოდეონის“ გამარჯვებულები – სალომე, მაგდა და ქეთი თვლიან, რომ დიდი გამოცდილება მიიღეს და ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი მომავალშიც ექნებათ.

„კონკურსი „ოდეონი“ არა მარტო ჩვენი ნიჭის წარმოჩენასა და ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანას უწყობს ხელს, არამედ აღრმავებს მონაწილეებს შორის ურთიერთობებს. „ოდეონი“ არის მეგობრობის, სიყვარულისა და ერთობის კონკურსი“ – აღნიშნა დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლემ გიორგი მდივნიშვილმა.

„ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ წელს მეორედ გაიმართა.

ფოტოზე: „ოდეონის“ საპრიზო ადგილის მფლობელები კონკურსის ორგანიზატორ იზა ვეფხვაძესთან ერთად

ღონისძიების ამსხველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე.

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ანსამბლ „ხარაგაულის“ შემოქმედებითი საღამო ხარაგაულში  

ხარაგაულის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა