დედა, დე, მეშინია, აქ ხარ ?! ყოველ ღამე, რაც დედა წავიდა, კოშმარები არ მასვენებს, თითქოს რაღაც წყვდიადში მითრევს და ამ დროს ვხედავ დედას, რომელსაც შველა სჭირდება, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, ვერაფრით ვეხმარები.
ზოგჯერ ვხედავ, თუ როგორ დგას აეროპორტში ექსკალატორზე და სევდიანად ხელს მიქნევს.
ყოველთვის, როდესაც მირეკავს, მის სევდითა და ნაღვლით სავსე თვალებს ვუყურებ, რომელთაც ბევრი რამის თქმა სურთ, მაგრამ არ ამბობენ…
იმ გაუცხოებულ თვალებს ვუყურებ, რომლებიც ოჯახის, სამშობლოს მონატრებით, ღამე ტირილისგან დასიებულან, ჩაწითლებულან… ამ დროს გულში ისეთ ჩხვლეტას ვგრძნობ, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება და ისეთი ხმაურიანია, თითქოს მთებს ანგრევს; იმ მთებს, რომლებიც ათასობით კილომეტრით მაშორებენ დედას.
***
– როგორ ხართ, რაიმე ხომ არ გჭირდებათ?
მე?! მე როგორ ვიქნები, პირველად ვარ ჩემი ქვეყნისაგან ასე შორს… ისე მენატრება, რომ ყოველდღე საქართველოდან ჩამოტანილ მიწას ვეფერები, ჩემი შვილის მაისურს ვყნოსავ… მონატრებამ წერაც კი დამაწყებინა.
ვწერ, ვწერ, ყოველღამე ვწერ…
– აბა, წავედი, უფროსი მიძახის, დროებით!
***
– დიახ , დიახ, თარჯიმანი მჭირდება, რომელიც ქართულ ენაზე დაწერილს ზუსტად მითარგმნის და ამავდროულად წიგნის დაბეჭდვის საქმეებსაც მომიგვარებს, მინდა ერთ ადამიანს დავეხმარო, რომელსაც ჩემი ქვეყნის სისხლი უჩქეფს, ის სისხლი, რომელიც არასდროს არავის დამონებია. იმედი მაქვს, ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ.
წიგნის ავტორი – თინი რაზიკაშვილი
***
ვაჩე, რომელსაც დედის სიახლოვე ჯერ კიდევ ექვსი წლიდან ვეღარ ეგრძნო, ყოველგვარ გზას პოულობდა, რომ დედისათვის უცხოეთიდან ჩამოსასვლელი ფული შეეგროვებინა. სწავლობდა და თან მუშაობდა. როცა დედა მას სახარჯ ფულს უგზავნიდა, ის ინახავდა. როცა მიზნამდე სულ ცოტა რჩებოდა, ამ დროს ამერიკაში მყოფ დედას გასაოცარი რამ გადახდა თავს.
უფროსი, რომელსაც ქართველი წინაპრები ჰყავდა, თინის ნაშრომებს წააწყდა და ქართული ენა იცნო. დაუბეჭდა წიგნი და სიურპრიზად წიგნის პრეზენტაციაც დაუგეგმა. ამით თინის წიგნი ერთ-ერთი გაყიდვადი ბესტსელერი გახდა და მთელმა ამერიკამ საქართველოს შესახებ გაიგო. გაყიდული წიგნების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდებოდა.
თინიმ საქართველოში ჩასვლა და სხვა ემიგრანტების დახმარებაც შეძლო. ის დაუბრუნდა თავის მიწა-წყალს, ოჯახს და სწორედ მისმა ფესვებმა გადაარჩინა… რომ არა ის ქართველი, რომელმაც წიგნი დაუბეჭდა, მონატრება კვლავ დატანჯავდა, ვაჩეს კი ისევ შეაწუხებდა დედის მონატრებით გამოწვეული კოშმარები.
ლიზი დევდარიანი
შექმნილია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი