იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სეს-ის იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19) და ნ. ქ. (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი მე-3 ქუჩა N72) კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

წყარო