ბავშვობაში ბაბუასთან ერთად სეირნობა მიყვარდა, მისი მოყოლილი ისტორიები კი ძლიერ მომწონდა. ჩვენი საყვარელი ადგილი სახლის უკან, მოშორებით, მარტოდ მდგარი ხე იყო. ხე ასაკოვანი იყო, ბაბუაჩემის თქმით, ჩვენმა შორეულმა წინაპარმა დარგო აქ საუკუნეების წინათ.
ეს ხე ძლიერ შემიყვარდა და ბევრი მოგონებაც შემძინა. არ ვიცი როგორ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ხეც დამავიწყდა და მასთან დაკავშირებული მოგონებებიც გაფერმკრთალდნენ. ბაბუას ასაკი შეეპარა და ოჯახის წევრებს ვეღარ გვცნობდა, მაგრამ გასაკვირი იცით რა არის? მას ხე არ ავიწყდებოდა, – თითქმის ყოველდღე ადიოდა ხესთან და გვიან ღამე ბრუნდებოდა. რა არ ვიღონეთ, როგორ არ დავუშალეთ, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა.
ერთ საშინელ ღამეს, ოჰჰ, როგორ მეზიზღება ის ღამე, ბაბუა რომ ვერ გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან… სიკვდილის წინ ბოლოჯერ ვესაუბრე… რომ დამინახა, თვალზე ცრემლი ჩამომიცურდა, ნაზად გამიღიმა და მითხრა:
– შვილო, ხვალ მე შეიძლება აღარ ვიყო, მაგრამ იცოდე, შენს გულში მუდამ ცოცხალი ვიქნები.
– არა, შენ დიდი ხანი იცოცხლებ, ბაბუ, ვუთხარი და ცრემლები წამსკდა…
– არა, მე ჩემი დრო ამოვწურე…
– რას ამბობ, შენ დიდი ხანი იცოცხლებ-მეთქი, – სიმწრით ხმამაღლა ვიყვირე.
– ეჰ, არ ვიცი, ღმერთმა ჰქნას, მაგრამ ერთი იცოდე, თუკი მყარად დგახარ, თუ ფესვები მყარად გაქვს გადგმული, ვერაფერი წაგაქცევს, ვერაფერი.
ეს იყო და ეს, მის შემდეგ მე მისი ხმა აღარ გამიგონია.
დრო კი ძალიან სწრაფად გადიოდა, ძალიან სწრაფად… ჩემი საყვარელი ბაბუა არ დამვიწყებია, არც მასთან დაკავშირებული მოგონებები გაფერმკრთალებულან, პირიქით, უფრო ფერადდებოდნენ ჩემს გონებაში.
გაზაფხული იყო… იმ ხის სანახავად წავედი. დავინახე, როგორ ჩამოშლოდა მიწა და როგორ ეკიდა მისი ფესვები ნახევრად ჰაერში. ვიდარდე, ვიფიქრე, ეს ხე ვერ გადარჩება, დიდი დრო არ უწერია-თქო, მაგრამ დარდი ფიქრმა სძლია, ბაბუას ნათქვამი გამახსენდა: „თუკი მყარად დგახარ, თუ ფესვები მყარად გაქვს გადგმული, ვერაფერი წაგაქცევს, ვერაფერი“.
ეჰ, ნეტავ ამ ამ სიტყვების მნიშვნელობა თავის დროზე გამეგო….
დრო გავიდა და ხის ფესვები არათუ გახმა, არამედ უფრო ძლიერად და მყარად ჩაეჭიდა მიწას. დღეს ბაბუა აღარ მყავს. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რა ფასად ვდგავარ ამ მიწაზე და რა სიყვარულით უნდა ვიდგე, რადგან შეუძლებელი გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ეს ფესვები მაგრად ყოფილიყო ჩაჭიდებული ჩვენს მამულს… და თუ ჩვენი ფესვები ძლიერადაა გართხმული ქართულ მიწაში, ვერანაირი ძალა ვერ მოახერხებს მის ამოძირკვას.
ქეთი კურტანიძე
შექმნილია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი