9 აგვისტოს ხარაგაულში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ ორგანიზება გაუწიეს საჯარო შეხვედრას, თემაზე „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოში“.
შეხვედრა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა და მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო კონტროლის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას და საჯარო უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ლია ჩომახიძემ და გიორგი ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მის წინაშე არსებული გამოწვევები და სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეები წარუდგინეს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და იმსჯელეს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი სისტემური პრობლემებისა მოუგვარებელი რჩება.
ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მონაწილეობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა ევროკავშირს ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერისათვის და, რაც მთავარია, საქართველოში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისათვის“, – განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
პროექტმა უნდა გაზარდოს მეწარმეების, მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცოდნა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ და გააუმჯობესოს დაინტერესებული მხარეების კომუნიკაცია და მონაწილეობა სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესში.
შეხვედრის ამსახველი ფოტორეპორტაჟი
ლიკა ხიჯაკაძის ფოტოები
P.S. ამ საჯარო შეხვედრის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
საზოგადოება უნდა გახდეს სურსათის უვნებლობის მთავარი მაკონტროლებელი – ვახტანგ კობალაძე
„მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის დაცვის კუთხით აუცილებელია“
„სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი არასაკმარისია“
სურსათის ეროვნული სააგენტო არასრულად აქვეყნებს კონტროლის შედეგებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი