

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი, სოფელ გოლათუბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოდან ჩაკეტილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის გახსნა 2026 წლის 20 სექტემბრისთვის იგეგმება.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „New Road“ 2023 წლის ნოემბრიდან აშენებს.
ამ კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაციით, გზის მშენებლობის დასრულების ვადა, სავარაუდოდო ერთი თვით გადაიწევს და 2026 წლის ოქტომბერში დასრულდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო
იმ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, რომლებიც შენობების
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში