

ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლის რეჟისორად უკვე მეორედ მიიწვია.
მის მიერ დადგმული სპექტაკლი „მშვიდობით, თემურ“! ქალაქ ვოლენდამში 12 სექტემბერს გაიმართება. „ათინათი“ ახალ სეზონს სწორედ ამ სპექტაკლით ხსნის.
სპექტაკლში მთავარ როლს ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი ვასილ კიკნაძე ასრულებს.
– „ათინათისა“ და ხარაგაულის სახალხო თეატრის შემოქმედებითი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, – ამბობენ „ათინათის“ მსახიობები, – ჩვენს თეატრს ამჯერად მსახიობი ვასილ კიკნაძე შემოუერთდა.
ჩვენთვის ხარაგაულის თეატრალურ დასთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენი თეატრების შემოქმედებითი ძალების გაერთიანება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული თეატრალური კულტურის პოპულარიზაციას ნიდერლანდებში და ქართველი ხელოვანებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“.
„ნიდერლანდებში მოქმედმა ქართულმა თეატრმა უკვე მეორედ მიმიწვია სპექტაკლის რეჟისორად, ეს ამბავი ძალიან მახარებს და ამავე დროს. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ასეთი ურთიერთობა ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენს თეატრალურ დასებს დაახლოებს“.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნოდერლანდებში ორი წლის წინ დადგა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“, რომელმაც ლიეტუვაში პირველი ადგილი მოიპოვა თეატრალურ ფესტივალზე – „მასკარადას“.
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლის რეჟისორად უკვე მეორედ მიიწვია. მის მიერ დადგმული […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,