

დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ – დებატები გაიმართა. ეს პროექტი დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
„ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს საჯარო გამოსვლების, კომუნიკაციისა და დებატების შესწავლასა და განვითარებაში, – ამბობს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი სოფო ვეფხვაძე, – ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს დებატებს წარმართავენ, კონკურსით შევარჩიეთ.
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დებატები უცენზურო სიტყვებთან და ჩხუბთან ასოცირდება. ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, საწინააღმდეგო აზრის მოსმენას და კრიტიკულ აზროვნებას, იაზრებენ სიტყვის ძალასა და მნიშვნელობას“.
ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა – ხე-ტყის უკანონო ჩეხვა და მისი გადაჭრის გზა – სოფლების გაზიფიცირება წარმოადგინა.
ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიზი და ქეთი კურტანიძეებმა და ანა მაღრაძემ (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა), დებატებისას აღნიშნეს, რომ სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა იძლებულია ხე-ტყე გაჩეხოს, ხშირად უკანონოდ, რადგან ზამთარში გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ.
ახალგაზრდებმა სოფლების – ბორითის, საქასრიის უბისისა და მაქათუბნიის მაგალითზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ სოფლებში მცხოვრები 450 ოჯახი წელიწადში, ზამთრის სეზონზე, 10-12 კბმ შეშას მოიხმარს. ხე-ტყის ჭრა კი ნიადაგის ეროზიასა და სხვა მეწყრულ პროცესებს იწვევს. ამიტომ ამ სოფლების გაზიფიცირება გარემოს დაცვის კუთხით საუკეთესო გამოსავალია.
მათი ოპონენტები – ანასტასია ხარაბაძე, თამაზ ხაჩიძე და საბა ლიპარტია (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა) მიიჩნევენ, რომ სოფლების გაზიფიცირებაზე უმჯობესი სოფლებში ენერგიის ალტერნატიული წყაროების – მზის პანალების დამონტაჟებაა. იმის მიუხედავად, რომ მზის პანელების შეძენა ძვირია, ოჯახისთვის საჭირო ელექტროენერგიის 90%-ს მზის პანელები გამოიმუშავებენ. ერთ ოჯახს შეუძლია მზის სადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგია სხვა აბონენტებსაც გაუნაწილოს, ან გაყიდოს და შემოსავალი მიიღოს.
დებატები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დებატებში გამარჯვებულები ამ შემოდგომაზე თბილისში, პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, დაჯილდოვდებიან.
დებატებს ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სოფო ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პროექტში ჩართული სკოლების დირექციებსა და მასწავლებლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი – „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
საჯარო დებატებში გამარჯვებული ხარაგაულელები დაჯილდოვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ,
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის