

ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში დღეს, 4 მაისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში, ხატვის კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლის I-VI კლასების 47 მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსანტების ნახატები შეაფასეს – მამუკა ჭიპაშვილმა (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი), მარინე გოგიამ (მოსწავლეთა სახლის ხატვის წრის მასწავლებელი), გია მეიფარიანმა (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი).
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე კიცხის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ნანა ჭიჭინაძე გავიდა, მეორე ადგილზე – ანასტასია შარიქაძე (ლეღვნის სკოლა, II კლ.), მესამე ადგილზე ბარბარე გრიგოლია (ლაშე, VI კლ.).
კონკურსის ყველა მონაწილე სიგელითა და ნაყინით დაჯილდოვდა. საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დღესვე მოსწავლეთა სახლის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამ კონკურსში საკუთარი ფოტოები 22 მოსწავლემ წარადგინა.
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ხარაგაულში უკვე გაიმართა:
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!