ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში დღეს, 3 მაისს, კონკურს „რჩეულის“ ფინალი გაიმართა.
9 ფინალისტ მოსწავლეს შორის კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. დაძაბული შეჯიბრების დასკვნით ეტაპზე ბორითის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ელენე გორგაძემ გაიმარჯვა და „ხარაგაულის 2023 წლის რჩეული“ მოსწავლის ტიტული მოიპოვა.
„რჩეულში“ მესამე ადგილზე გავიდნენ – ლუკა თაბუკაშვილი (ბაზალეთის სკოლა), ლუკა მოდებაძე (ლაშის სკოლა) და გიორგი სახვაძე (უბისის სკოლა);
მეორე ადგილი დაიკავეს – ბაჩუკი ღონღაძემ (ვარძიის სკოლა), დემურ ბერაძემ (ხიდრის სკოლა) და ნინო ცუცქირიძემ.
ფინალში ელენე გორგაძესთან ერთად იასპარეზეს და პირველ ადგილზე გავიდნენ ლიზი დევდარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა) და თამთა პავლაძე (ბორის სკოლა).
კონკურსის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და მერიისგან ფინალისტების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს.
გთავაზობთ „ჩემი ხარაგაულისგან“ მომზადებულ სამ ვიდეორგოლს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საგანმანათლებლო პროექტები, სადაც წარმოჩინდება ჩვენი მოსწავლეების ნიჭი და შესაძლებლობები, – აღნიშნა ღონისძიების ბოლოს ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – მადლობა მინდა ვუთხრა ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორ მამუკა ჭიპაშვილს ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებისა და საინტერესო ღონისძიებებისთვის“.
„რჩეულის“ მონაწილეებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე მიესალმა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალში მონაწილე სკოლების მასწავლებლებსა და მშობლებს მოსწავლეთა ხარისხიანი სწავლისა და წარმატების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ხარაგაულის მერია „2023 წლის რჩეულ მოსწავლეს“ 500 ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებულს ხარაგაულის კულტურის სამსახურმა ფასიანი საჩუქარი გადასცა.
„რჩეულის“ საუკეთესო ექვსეული კონკურსში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერიაში ითამაშებს.
„რჩეულის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის პირველ ტურში 300-მდე მოსწავლე ჩაერთო. მეორე ტურში 26 საუკეთესო იბრძოდა 9 ფინალური საგზურის მოსაპოვებლად.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ 5 აპრილს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.