

ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი 29 აპრილს ახალგაზრდებისთვის ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი“ გამართავს.
ამ კონკურსში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 25 აპრილამდე უნდა დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე 557192332 .
კონკურსი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება.
საკონკურსო თემა გამოცხადდება კონკურსის დაწყების წინ. ჟანრი შეუზღუდავია. საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური და პირველი სამი ადგილის მფლობელს გამოავლენს.
გამარჯვებულები კონკურსის დასრულებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში დაჯილდოვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ამ ფესტივალის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე გაიმართა:
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,