

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით, დღეს, 20 აპრილს, ხარაგაულში ინტელექტუალური თამაში „ერუდიტი“ გაიმართა.
თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების VI-VIII კლასების 24 მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეებმა პირველ ეტაპზე 30 შეკითხვას უპასუხეს. საუკეთესო შედეგი დავით ტაბატაძემ (საღანძილის სკოლა), ლუკა კურტანიძემ (ღორეშის სკოლა) და მარიამ ჭყოიძემ (მარელისის სკოლა) აჩვენეს.
ხარაგაულის ერუდიტი მოსწავლის გამოსავლენად გამარჯვებულ სამ მოსწავლეს შორის ბლიც-ტური გაიმართა. მონაწილეებმა 20-20 შეკითხვას უპასუხეს.
ბლიც-ტურში საუკეთესო შედეგი ლუკა კურტანიძემ და მარიამ ჭყოიძემ აჩვენეს. საუკეთესოს გამოსავლენად მოსწავლეებმა დამატებით შეკითხვებს უპასუხეს. ხარაგაულის „ერუდიტი მოსწავლე“ ლუკა კურტანიძე გახდა.
ხარაგაულის მოსწავლე -ახალგარდობის სახლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ თამაშის მონაწილეები სიგელებით, ხოლო სამი ფინალისტი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს.
ღონისძიება ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში ჩატარდა.
ამ ფესტივალის ფარგლებში ხარაგაულში უკვე გაიმართა:
ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილიდან კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით მიმდინარეობს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.