დღეს, 5 აპრილს, ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის შესარჩევი ტურით გაიხსნა.
სცენაზე ხარაგაულის სკოლების იუმორისტული გუნდების გამოსვლამდე დარბაზში შეკრებილ მაყურებელს ამ ფესტივალის ორგანიზატორი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი მიესალმა.
26 წლის წინ სპეციალურად ახალგაზრდული ფესტივალისთვის შექმნილი სიმღერა სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა „ედელვაისი“ (ხელმძღვანელი დარეჯან კაციტაძე) შეასრულა. ამ ჰიმნის ტექსტის ავტორი აწ გარდაცვლილი ვეფხვია ღონღაძეა, მუსიკის ავტორი კი დალი მერაბიშვილი.
მაყურებლის წინაშე იუმორისტული ნომრით წარსდგა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ქართული ლიგის ვიცე-ჩემპიონი – აბაშის გუნდი „სულგუგუნი“ და გორის იუმორისტული გუნდის, „კეხურას“ კაპიტანი შოთა გელაშვილი.
ამის შემდეგ იუმორისტული ნომრები 14 საჯარო სკოლის გუნდმა წარმოადგინა. მან-სან-კანის შესარჩევ ტურში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, #2, #3, ვახანის, საღანძილის, ლეღვანის, მოლითის, კიცხის, ვარძიის, ბორის, ვერტყვიჭალის, წიფის, ნადაბურისა და ბორითის სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
მხიარულთა და საზრიანთ კონკურსის შესარჩევი ტურის ჟიურის წევრები იყვნენ – მამუკა ჭიპაშვილი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი), ვარლამ ჭიპაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე), ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ წევრები – გიორგი ჭიპაშვილი და გიორგი მაქაძე, „სულგუგუნის“ წევრები – გიორგი ხიტარია და ლუკა გაბელია, „კეხურას“ კაპიტანი შოთა გელაშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გადავიდნენ: „რკინიგზელები“ (ხარაგაულის #3 სკოლა), „გზააბნეულები“ (მოლითის სკოლა), „მოტივი“ (კიცხის სკოლა), „გიმნაზისტი“ (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია), „გზასაცდენილები“ (ვერტყვიჭალის სკოლა), „გამახარე“ (საღანძილის სკოლა).
„გაზაფხულის ხარაგაული“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გრძელდება.
ფოტოზე: მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ფინალისტი საღანძილის სკოლის გუნდი „გამახარე“
ამავე თემაზე
ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი – „გაზაფხულის ხარაგაული“ იწყება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.