დღეს, 12 აპრილს, ხარაგაულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე დედა ენაზე შექმნილი ლექსებით, გამოთქმებითა და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიება ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
„წელს 14 აპრილი წითელ პარასკევს ემთხვევა და დასვენების დღეა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ღონისძიება დღეს ჩაგვეტარებია. დედაენის დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდეს“, – აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში სტუდენტები ქართული ენის დასაცავად საპროტესტო მსვლელობით გამოვიდნენ. მაშინდელი კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა ცხადდებოდა.
საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან მოდიოდა. სტუდენტ ლიდერებს შორის გახლდათ ისტორიკოსი, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე.
სტუდენტებმა გადაწყვიტეს საკონსტიტუციო კომისიისთვის მიემართათ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მაშინდელი დაზვერვის სამსახური კგბ თვალს ადევნებდა ყველა სტუდენტს, ხელმოწერების შეგროვების ამბავი უნიბვერსიტეტის რექტორამდე მივიდა. რექტორმა საინიციატივო ჯგუფის ლიდერები დაიბარა და დაემუქრა რომ უნივერსიტეტიდან გარიცხავდა.
14 აპრილს საპროტესტო აქცია დაიგეგმა. ლექტორები სტუდენტებს ლექციებზე განგებ აყოვნებდნენ, თუმცა ერთ-ერთი ლექციის დროს სტუდენტებმა ერთმანეთს ანიშნეს, ლექცია დატოვეს და აქციას შეუერთდნენ.
რუსთაველის მიმდებარე ქუჩებში იდგა ჯარი – მერვე პოლკი ტანკებით. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო.
ცეკას მაშინდელ პირველ მდივანს შევარდნაძესა და ბრეჟნევს შორის მოხდა შეთანხმება. ბრეჟნევს არ აწყობდა სისხლისღვრა. ამრიგად, 75-ე მუხლი დარჩა კონსტიტუციაში.
ამავე თემაზე
რატომ არის 14 აპრილი ხარაგაულელი ზეინაბ ბუაჩიძისთვის უბედნიერესი დღე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.